05:35 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-03 14:03:44, 381 ნახვა

პოლიტიკა
გიგლა აგულაშვილი: მოლაშქრეებთან ერთად დაცული ტერიტორიების მონახულებას ვგეგმავთ

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი მოლაშქრეებთან,  ჟურნალისტებთან, ბლოგერებთან, ტუროპერატორებთან ერთად დაცული ტერიტორიების მონახულებას და დაბინძურების კუთხით იქ  არსებული ხარვეზების გამოსწორებას გეგმავს. 

ამის შესახებ  მან გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

„დაცული ტერიტორიების ერთიანი ფართობი 1.2 %-ით გაიზარდა. გაუმჯობესდა არსებული დაცული ტერიტორიების მართვის სიტემები, დაიხვეწა ბუნების კონსერვაციის მექანიზმები. გარდა ამისა მუშავდება ყველა დაცული ტერიტორიისათვის  საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი მართვის გეგმები,  რომელებიც  ითვალისწინებს არა მხოლოდ მის ძირითად ფუნქციას- ბიომრავალფეროვნების დაცვას, არამედ დაცული ტერიტორიების გარკვეულ ზონებში და მის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ბუნებრივი რესურსების ეფექტურად მართვას, მდგრადი ტურიზმის განვითარებას,  სამეცნიერო-საგანმანათლებლო საქმიანობის ხელშეწყობას. საუბარი მქონდა ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელთან. ჩვენ დაგეგმილი გვაქვს ერთობლივი ღონისძიებები. ასევე ჩვენ დამოუკიდებლად  ვგეგმავთ ბლოგერებთან, მოლაშქრეებთან, კლუბების წარმომადგენლებთან, ჟურნალისტებთან, ტუროპერატორებთან ერთად  ჩვენი  დაცული ტერიტორიების მონახულებას და  ყველა იმ ხარვეზის გამოსწორებას, რომელიც ხშირად არის ელემენტარული, მათ შორის სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და სისუფთავის, მყარი ნარჩენების მართვის თვალსაზრისით“, - აღნიშნა აგულაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics