|
2015-06-03 14:02:45, 411 ნახვა
პოლიტიკა
მთავრობის ადმინისტრაცია ელექტრონული პეტიციების პორტალს ქმნის
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ელექტრონული პეტიციების პორტალს ქმნის, - ინიციატივას, რომელზეც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ღია მმართველობის პარტნიორობის ევროპის რეგიონალური კონფერენციაზე ისაუბრა, საფრანგეთის დელეგაციის დადებითი შეფასება მოჰყვა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ელექტრონული პეტიციების პორტალი - Ichange.ge კიდევ უფრო აამაღლებს საზოგადოების მონაწილეობას ქვეყნის მმართველობაში და გააძლიერებს მთავრობის საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულების ინსტრუმენტებს. ელექტრონულ პეტიციაზე 5 ათასი ხელმოწერის შემთხვევაში, საკითხი განსახილველად მთავრობის სხდომაზე გავა. ელექტრონული პორტალის პრეზენტაცია უახლოეს მომავალში გაიმართება. ღია მმართველობის პარტნიორობის ევროპის რეგიონალურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ, პრემიერმა სპეციალური შოურუმი დაათვალიერა, ასევე კონფერენციის დელეგატებთან ერთად სამახსოვრო ფოტო გადაიღო.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)