|
2018-07-28 10:58:21, 704 ნახვა
სამხედრო
შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტმა ტაქტიკური სწავლება ჩაატარა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტმა იაღლუჯის საწვრთნელ სასროლეთზე ტაქტიკური საჩვენებელი სწავლება გამართა. სწავლებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ მალანია, სამინისტროს დანაყოფების ხელმძღვანელები და BP საქართველოს უშიშროების წარმომადგენლები დაესწრნენ. სწავლების მიზანი იყო ტაქტიკური პროცედურების დახვეწა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დანაყოფების მუდმივი საბრძოლო მზადყოფნის შემოწმება. ტაქტიკური საჩვენებელი სწავლების დროს სტრატეგიული მილსადენების დეპარტამენტის დანაყოფებმა კონკრეტულ ინციდენტზე კომპლექსური ღონისძიებების დემონსტრირება მოახდინეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის, ბაქო-თბილისი-ერზრუმის სამხრეთ-კავკასიური გაზსადენის, სუფსის ნავთობის ტერმინალის და მათი ინფრასტრუქტურის ობიექტების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)