|
2018-07-27 12:06:33, 1677 ნახვა
ეკონომიკა
ნუცუბიძის ფერდობზე „ავერსის“ ახალი აფთიაქი გაიხსნა
"ავერსის" სააფთიაქო ქსელს თანამედროვე დიზაინით მოწყობილი კიდევ ერთი აფთიაქი შეემატა, რომელიც ნუცუბიძის მეორე მიკრორაიონის მოსახლეობას წამლებისა თუ პარაფარმაცევტული ნაწარმის მრავალფეროვან არჩევანს და კვალიფიციური ფარმაცევტების მომსახურებას შესთავაზებს. ღია დახლები, კუნძულები და პროდუქციის თემატური განლაგება არჩევანს ადვილებს და მომხმარებლის კომფორტზეა გათვლილი, დახვეწილი ინტერიერი და განათების თანამედროვე სისტემა კი სასიამონო განწყობას ქმნის. წითელი ლენტის გაჭრას, "ავერსული" ტრადიციისამებრ, ტორტი, ფურშეტი და სიურპრიზები ახლდა თან. ეს, როგორც "ავერსის" დამფუძნებელმა გვითხრა, "ავერსის" ქსელის უკვე 239-ე ფილიალია. - ნუცუბიძის პლატოს მოსახლეობისგან არაერთი წერილი მივიღეთ თხოვნით, ამ უბანში აფთიაქი გაგვეხსნა, – აღნიშნა პაატა კურტანიძემ, – ჩვენდა სასიხარულოდ, ფართი მოიძებნა, გარემონტდა და დღეიდან ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობას "ავერსის" კიდევ ერთი თანამედროვე სტანდარტების აფთიაქი მოემსახურება. "ავერსის" სააფთიაქო ქსელის დირექტორმა ეკა ბურძენიძემ კი აღნიშნა, რომ ქსელის ერთგულ მომხმარებლებს კიდევ ბევრი სასიამოვნო სიახლე ელით: - ეს "ავერსის" პირველი აფთიაქია ნუცუბიძის ფერდობზე. მოსახლეობას, როგორც ყოველთვის, მხოლოდ უმაღლესი ხარისხის ნაწარმს შევთავაზებთ. რა თქმა უნდა, მას ელის უამრავი სიურპრიზიც. მაგალითად, დღეს და ხვალ ახალი აფთიაქის ყოველი მომხმარებელი "ავერსის" სასაჩუქრე ნაკრებს მიიღებს. საჩუქრები, ფასდაკლებები და სხვა საინტერესო აქციები მომავალშიც გაგრძელდება. იზოლდა აფხაზავა ახალი აფთიაქის პირველი მომხმარებელი გახლავთ: - მიხარია, რომ წამლებისა თუ თავის მოვლის საშუალებების შესაძენად ამიერიდან შორს წასვლა აღარ მომიწევს, – გვითხრა მან, – თანაც ვენდობი "ავერსს". პროდუქციის ხარისხით უზომოდ კმაყოფილი ვარ, კეთილგანწყობილი, გულისხმიერი ფარმაცევტების წყალობით კი "ავერსის" აფთიაქებში ყოველთვის საოცრად დადებითი ატმოსფეროა.
(R)
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)