09:27 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-26 14:41:13, 915 ნახვა

კომენტარი
წულუკიანი: მომწონს ივანიშვილის იდეა - თუ საპრეზიდენტო კანდიდატს არ წარვადგენთ, საინტერესო პროცესები განვითარდება

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას დადებითად აფასებს.

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, თუ მმართველი გუნდი საპრეზიდენტო კანდიდატს არ წარადგენს და  ერთმანეთს ოპოზიციის კანდიდატები შეებრძოლებიან, ქვეყანაში საინტერესო პროცესები განვითარდება.

მისივე თქმით, აღნიშნულ ინიციატივაზე მსჯელობა უკვე დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობს და გუნდისთვის ივანიშვილის პოზიცია ახალი არ ყოფილა.

„ეს ის იდეაა, რომელიც აქვს პარტიის თავმჯდომარეს და რომელიც მე ამ ინტერვიუდან არ შემიტყვია. ეს მრავალი კვირის და თვის განმავლობაში მის მიერ დაყენებული საინტერესო აზრია და გუნდის ძალიან ბევრ წევრთან იყო განხილვა. ვფიქრობ ეს აზრი არის ყველაზე მისაღები, რომ ჩვენ მივცეთ გზა ფართო ოპოზიციურ ან ნეიტრალურ კანდიდატებს, რომ იბრძოლონ, შეეჯიბრონ ერთმანეთს და თავად გადაწყვიტოს ხალხმა, ამ კანდიდატთაგან რომელი იქნება მათი არჩეული პრეზიდენტი. ეს იდეა ძალიან მომწონს და ელჩებსაც ძალიან მოეწონათ. ამან მათი აღფრთოვანება გამოიწვია. ვფიქრობ, რომ ეს მოგვცემს ძალიან საინტერესო პროცესს, უფრო დაცლილს ემოციებისგან იმიტომ რომ სააკაშვილის და მისი დაშლილი, დაქსაქსული, არსებობის ერთადერთი მიზანი არის ის, რომ „ქართულ ოცნებას“ შეეჯიბროს, ვერ ეჯიბრება, მერე ბრაზდება და არის ცუდ ხასიათზე. თუ ივანიშვილის იდეა გუნდმა გაიზიარა, მივიღებთ საინტერესო პროცესებს, სადაც სააკაშვილის გუნდი შეეჯიბრება სააკაშვილის ყოფილ ან მოქმედ გუნდს. ეს მგონი ძალიან საინტერესო იქნება“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics