09:55 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-24 15:35:42, 640 ნახვა

საზოგადოება
ტაქსის 1-წლიანი ლიცენზიის აღება 50-100 ლარი ეღირება

თბილისის მერიამ საკრებულოს დასამტკიცებლად გადაუგზავნა მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ მიღებული რეგისტრაციის წესი, რომლის მიხედვით მგზავრთა გადაყვანის ნებართვის საბუთის მიღება სავალდებულო იქნება თბილისში მოძრავი კერძო, M1 კატეგორიის ტაქსებისთვის. 

აღნიშნული რეგულაციის დეტალებზე, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ ისაუბრა. 

„ნებართვის მაძიებლები ძალიან მარტივად, სპეციალური ვებგვერდის საშუალებით გაივლიან რეგისტრაციას, რისთვისაც მიუთითებენ პირად მონაცემებს, მართვის მოწმობისა და ავტომანქანის ტექპასპორტის ნომრებს და ელექტრონულად გადაიხდიან ნებართვის საფასურს. ამ პროცედურის გავლის შემდეგ, მაქსიმუმ ორი დღის ვადაში მიიღებენ შესაბამის საბუთს. ამის გარდა, მსურველებს ექნებათ შესაძლებლობა, მიმართონ გამგეობებს, სადაც მიიღებენ ნებართვებს“, - განმარტა დედაქალაქის მერმა. 

მისივე თქმით, ნებართვის 1 წლით აღების საფასური ჩვეულებრივი, შიდაწვისძრავიანი ავტომანქანებისთვის 100 ლარს შეადგენს, „ჰიბრიდებისთვის“ 50 ლარს, ხოლო ელექტრომობილებისთვის უფასოა.

„ამ მოსაკრებლის გარდა, რაიმე დამატებითი გადასახადის გადახდა ნებართვის მფლობელს არ მოუწევს. ტაქსის ნებართვის მფლობელი მუშაობისას ვალდებული იქნება, რომ დოკუმენტი სალონში გამოაკრას და ტაქსზე შესაბამისი ნიშანი განათავსოს. საბუთის არქონის შემთხვევაში, ტაქსის მძღოლი 200 ლარით დაჯარიმდება“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

დედაქალაქის მერის თქმით,  ტაქსების სანებართვო რეფორმის მეორე ეტაპი 2019 წლის 1 ოქტომბრიდან დაიწყება და ყურადღება მიექცევა ტაქსის ვიზუალს - ფერს, რომელიც წინასწარ იქნება განსაზღვრული. გარდა ამისა,  დამატებითი რეგულაციები შემუშავდება მარჯვენასაჭიანი და 3-კარიანი ტაქსებისთვის. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics