09:55 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-24 13:27:25, 642 ნახვა

საზოგადოება
2019 წლიდან დედაქალაქში პარკირების საათობრივი და ზონალური სისტემა ამოქმედდება

2019 წლის პირველი იანვრიდან, საპილოტე პროექტი განხორციელდება, რომელიც ქალაქის ცენტრალურ უბნებში ზონალურ-საათობრივი საფასურის შემოღებას ითვალისწინებს.

ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ დედაქალაქის  სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაციაზე განაცხადა.  

მისი თქმით, პარკირების სისტემის ეფექტური რეგულირების პოლიტიკა სატრანსპორტო სისტემის განვითარებისკენ იქნება მიმართული.

„პარკირების საათობრივი და ზონალური სისტემა მუნიციპალიტეტისთვის საკმაოდ ძლიერი ინსტრუმენტი იქნება, რომელიც დაარეგულირებს, როგორც საპარკინგე  ადგილებზე მოთხოვნა-მიწოდებას, ასევე, სატრანსპორტო ნაკადების მართვას. ამ სისტემიდან შემოსული თანხები მთლიანად მიმართული იქნება სატრანსპორტო სისტემის განვითარებისკენ. სისტემა ემსახურება იმას, რომ იმ ადგილებში, სადაც პარკირებაზე მოთხოვნა კრიტიკულად მაღალია, თუმცა საპარკინგე ადგილების საკმარისი რაოდენობა არ არის, მოთხოვნა შემცირდეს და ამის შედეგად, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მოთხოვნა გაიზარდოს. ამით ჩვენს მოქალაქეებს კიდევ ერთ დამატებით სტიმულს გავუჩენთ, რომ კომფორტული საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავრონ და საპარკინგე ადგილების მოსაძებნად არ იწვალონ“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

მისივე თქმით, კომფორტული და უსაფრთხო საზოგადოებრივი ტრანსპორტის  განვითრებისთვის  ცენტრალური მთავრობა და თბილისის მერია ბოლო წლებში აქტიურად ზრუნავს.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics