16:54 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-24 12:38:37, 757 ნახვა

კომენტარი
ირაკლი ხმალაძე: დედაქალაქში არსებული მიკროავტობუსების რაოდენობა შემცირდება

2019-2021 წლებში, დედაქალაქში არსებული მიკროავტობუსების რაოდენობა შემცირდება, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ დღეს, სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მიკროავტობუსებმა შესაძლოა, მხოლოდ ისეთ არეალებში იმოძრაონ, სადაც დიდი ავტობუსის მოძრაობა შეუძლებელია.

ირაკლი ხმალაძის განცხადებით, დღეისთვის, დედაქალაქში დაახლოებით, 2 000 მიკროავტობუსი მოძრაობს. 

„დღეს დედაქალაქს დაახლოებით, 2 000 ერთეული მიკროავტობუსი ემსახურება. კვლევის საფუძველზე, მათი რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდება. მიკროავტობუსები შესაძლებელია, მხოლოდ ისეთ არეალებში დარჩეს, სადაც გაბარიტებიდან გამომდინარე, უფრო დიდი ავტობუსის მოძრაობა შეუძლებელია. ეს იქნება საშუალება მოქალაქეებისთვის, ცენტრალურ სატრანსპორტო ჰაბებს დაუკავშირდნენ“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

ახალი სატრანსპორტო პოლიტიკის თანახმად, 2019-2021 წლებში მეტროს 12 ახალი შემადგენლობა დაემატება, ხოლო ავტობუსებისა და მეტროს განვითარების პარალელურად, იგეგმება მიკროავტობუსების რაოდენობის შემცირება და მათი სრულად განახლება. 

 

 


(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე დავით ქაშიაშვილი დაიბარა
დიმიტრი გუტკოვი - საქართველოს დემოკრატიული, ევროპული გზა ეს არ არის გზა რუსეთის წინაამდეგ, ეს მხოლოდ პუტინის დიქტატურის წინაამდეგ
ერდოღანს 2028 წელს მესამედ შეეძლება პრეზიდენტად კენჭისყრა
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics