16:55 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-24 10:03:16, 787 ნახვა

კომენტარი
თორნიკე რიჟვაძე - მეჩეთთან დაკავშირებით სახელმწიფო შეეცდება მივიდეს ისეთ გადაწყვეტილებამდე, რომელიც ერთგვარი კონსესუსი იქნება

„როგორც იცით ამ თემის ირგვლივ დიდი ხანია მიმდინარეობს მსჯელობა და კონსულტაციები. სახელმწიფო მაქსიმალურად ცდილობს მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც იქნება ერთგვარი კონსესუსი საზოგადოებისთვის", - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ბათუმში მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, კონსულტაციები გრძელდება, პროცესი დასრულებისკენ მიდის და როგორი გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული, იმის მიხედვით იმოქმედებს სახელმწიფო, მათ შორის ფინანსური მხარდაჭერის ნაწილში.

„მე ვთქვი და ეხლაც ვიმეორებ, თუკი გადაწყდა მეჩეთის აშენება, ჩემი აზრით, ეს უნდა აშენდეს ქართული ფულით. სამწუხაროა, რომ გარკვეული ძალები ახდენენ ამ სენსიტიური თემით სპეკულირებას", - აღნიშნა რიჟვაძემ.

მან ასევე განმარტება გააკეთა „ქართული მარშის" მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც ბათუმში დავით აღმაშენებლის ძეგლის თემას ეხებოდა და მას სიცრუე უწოდა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ქალაქ ბათუმის მერია და საკრებულო აქტიურად მუშაობს ამ საკითხზე. მისივე თქმით, ბათუმში ძეგლის დადგმა არის შესატყვისი იმ დიდი წვლილის, რომელიც დავით აღმაშენებელს მიუძღვის ქვეყნის წინაშე. „ვფიქრობთ, რომ ჩვენ ძალიან მალე გავმართავთ კონსულტაციებს, შეირჩევა კონკრეტული მდებარეობა, რომელიც აღნიშნული ძეგლისთვის იქნება შესაბამისი", - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

 

 

(NS)









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
CPJ: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე დავით ქაშიაშვილი დაიბარა
დიმიტრი გუტკოვი - საქართველოს დემოკრატიული, ევროპული გზა ეს არ არის გზა რუსეთის წინაამდეგ, ეს მხოლოდ პუტინის დიქტატურის წინაამდეგ
ერდოღანს 2028 წელს მესამედ შეეძლება პრეზიდენტად კენჭისყრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics