|
2015-06-03 09:34:40, 401 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილი პასუხს აგებს, ბოლო ცენტებს ვუპოვი და ხალხს დავუბრუნებ
„ესენი ჩემს მითიურ 19 მილიონს ეძებდნენ, რომელიც არ მაქვს და ვერ იპოვიან. ივანიშვილი პასუხს აგებს, ბოლო ცენტებს ვუპოვი და ხალხს დავუბრუნებ“,-ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ექს პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ქვეყანას არაფორმალურად მართავს. „ერთადერთი, ვინც სოლიდარულად უნდა აგოს პასუხი, ეს არის ივანიშვილი. იმ დროისთვის მას მრავალმილიარდიანი ქონება დაუგროვდება. უკრაინაში რაც ვისწავლე, არის ის, თუ როგორ უნდა დაიბრუნო გაქცეულის ფული. აქ ვნახე, თუ როგორ იბრუნებენ გაქცეული ოლიგარქების ფულს. ივანიშვილის ფულს ზიმბაბვედანაც, რუსეთიდანაც და ამერიკიდანაც წამოვიღებთ, როგორც არ უნდა დამალოს ის. უნდა აღიწეროს ზარალი. მაგალითად, იმ ადამიანების, ვინც სამსახურის გარეშე დარჩნენ, სავალუტო კრიზისით დაზარალებული მოქალაქეების ზარალი და არამარტო. კადაფიც კი ოფიციალურად მართავდა ქვეყანას. ეს დივანზეა წამოწოლილი და იქიდან აკეთებს ყველაფერს და ფორმალურად ის პასუხს არაფერზე არ აგებს. მაგრამ იურიდიულად მას მოუწევს პასუხისგება“,-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)