08:57 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-22 22:15:10, 892 ნახვა

საზოგადოება
სოფელ კრწანისში საცხოვრებელი სახლები დაიტბორა - კახეთში კვლავ სტიქიას ებრძვიან

ძლიერი ნალექის შედეგად, გარდაბნის რაიონის სოფელ კრწანისში საცხოვრებელი სახლები დაიტბორა

წინასწარი ინფორმაციით, ხევის ადიდების შედეგად, დატბორილია 10 საცხოვრებელი სახლის სარდაფი და ეზო

რუსთავი - წყლის ძლიერი ნაკადის გამო დაიტბორა რამდენიმე ქუჩა

​ადგილზე მუშაობას განაგრძობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები.

 ძლიერმა ნალექმა კახეთის რეგიონში, კონკრეტულად, სიღნაღისა და ლაგოდეხის ოთხ სოფელში პრობლემები შექმნა - დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, სარდაფები და ეზოები.​

 საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შემოსულია 6 შეტყობინება. ​ამ დროისათვის, ყველა ოჯახში დასრულებულია სამაშველო და წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები. დამატებითი გართულებები მოსალოდნელი არ არის.

​წყლის მოვარდნის გამო დაფიქსირდა მანქანებში ადამიანების ჩარჩენის შემთხვევებიც. საგანგებო სიტუიციების მართვის სამსახურის მაშველების მიერ ყველა მოქალაქე გადაყვანილია უსაფრთხო ადგილზე.

​ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

 სინოპტიკოსების ვარაუდით, მოსალოდნელია ამინდის გაურესება, რის გამოც როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ისე ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადადის, რათა საჭიროების შემთხვევაში, დროულად მოხდეს რეაგირება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics