08:27 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-21 15:15:06, 801 ნახვა

კომენტარი
ბოკერია - პრეზიდენტის განცხადება გაუგებარი და ნარცისისტულია

„ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ, არჩევნებთან დაკავშირებით პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებას გაუგებარი და ნარცისისტული უწოდა.

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, პრეზიდენტმა ამომრჩევლის მიმართ პატივისცემა უნდა გამოიჩინოს და საკუთარი გეგმების შესახებ განაცხადოს.

 „ეს არის უპატივცემულობა ამომრჩევლებისა და მთლიანად საზოგადოების მიმართ, ნუ ამოეფარება რაღაც ინტრიგებზე მსჯელობას პოლიტიკურ პარტიებთან მიმართებაში, ამ გაუგებარ და ნარცისისტულ მსჯელობაზე კომენტარი არ მსურს. მთავარი საკითხი არის პატივისცემა საკუთარი ამომრჩევლების მიმართ, ამიტომ ელის ყველა მისგან სიცხადეს მის გეგმებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ის არის მოქმედი პრეზიდენტი. რას აპირებს და როგორ აპირებს ეს უნდა უთხრას საზოგადოებას დროზე და არა ბოლო წამს, რაღაც გაუგებარი ინტრიგების გამო“, - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

ცნობისთვის, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ის ქართულ ოცნებას“ ეხმარება, რომ თავის რიგებში პრეზიდენტობის ღირსეული კანდიდატი იპოვნონ. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics