17:14 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-21 13:11:27, 912 ნახვა

სამართალი
ბრალდების მხარე ხორავას ქუჩის საქმეზე დაკავებული დ.ღ.-სთვის პატიმრობას მოითხოვს

თბილისის საქალაქო სასამართლო ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. 

ბრალდების მხარე არასრულწლოვნისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

როგორც პროკურორმა თორნიკე ნადირაძემ აღნიშნა, დ.ღ.-მ სასამართლოს ცრუ ჩვენება რამდენჯერმე მისცა.

"ბრალდების მხარემ არასრულწლოვან დ.ღ.-ს ბრალი წაუყენა იმაში, რომ გამოძიებას მიაწოდა ცრუ ინფორმაცია, ასევე სასამართლოს მისცა ცრუ ჩვენება, ისეთი ტიპის სისხლის სამართლის საქმეში, რომელშიც ბრალდებული იმხილება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში. ბრალდების მხარე დ.ღ.-ს ედავება იმაში, რომ გამოძიების ეტაპზე, მან განაცხადა, რომ ურთიერთდაპირისპირებისას დავით სარალიძემ, ფიზიკური ზემოქმედებით შეიყვანა გ.ჯ. და მ.კ. ფარდულში და იქ ამ სამ ადამიანს შორის გაგრძელდა ფიზიკური დაპირისპირება, ხოლო შემდგომში ეს ინფორმაცია აბსულუტურად გადაასხვაფერა, შეცვალა და მიაწოდა ინფორმაცია, რომ მხოლოდ გ.ჯ.-სა და დავით სარალიძეს შორის მიმდინარეობდა დაპირისპირება", - განმარტა თორნიკე ნადირაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გაერო: აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან, ირანში 21 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს
ხაბაროვსკის მხარეში ბუჩას ხოცვა-ჟლეტაში მონაწილე გენერლის აფეთქების მცდელობა იყო
სარჯველაძე - ევროპის წამლის სააგენტომ უარი თქვა ელევიდისის პირობით რეგისტრაციაზეც
თიბისის ბიზნეს მობაილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics