07:34 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-21 11:19:35, 740 ნახვა

საზოგადოება
ივერთუბნის დასახლებაში აგიაშვილის ქუჩაზე ასფალტის საფარი დაიგო

ჩუღურეთის რაიონში, ივერთუბნის დასახლებაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დაიწყო. 4800 მ2 ფართობის აგიაშვილის ქუჩაზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო.

მერიის ინფორმაციით, სამუშაოებს ჩუღურეთის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე და რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში რიმა ბერაძე ადგილზე გაეცნენ.

„ივერთუბანი ახალი დასახლებაა, სადაც საგზაო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. ჩუღურეთის რაიონის გამგეობა აპირებს, საგზაო ინფრასტრუქტურა ეტაპობრივად მოაწესრიგოს ყველა იმ ქუჩაზე, სადაც წყალსადენისა და წყაალრინების სისტემის გამართვა დასრულებულია. ჩემთვის გასაგებია ის დისკომფორტი, რაც შეიძლება ამ პროცესს ახლდეს და მინდა მოსახლეობას მოთმინებისკენ მოვუწოდო“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.

საგზაო სამუშაოების დაწყებამდე, აგიაშვილის ქუჩაზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ წყალმომარაგების სისტემა მოაწყო. კომუნიკაციების მოწესრიგების შემდეგ კი, აღნიშნულ ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დაიწყო.

აგიაშვილის ქუჩაზე სამუშაოების დასრულების შემდეგ, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა ჯორჯაძის ქუჩაზე გაგრძელდება.

ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, სამუშაოებს კომპანია „ბი ემ სი‘‘ ასრულებს. პროექტის  ღირებულება 280 000 ლარია.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics