22:39 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-20 16:04:43, 1184 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი ჩოგოვაძე ევროპელ სტუდენტებს შეხვდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე ევროპის ქვეყნების სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს შეხვდა.

12 ქვეყნის, მათ შორის  გერმანელი,  ესპანელი, იტალიელი, ჰოლანდიელი, ჩეხი და სერბი სტუდენტები საქართველოში ევროპის სტუდენტთა ფორუმი-თბილისის (AEGEE-Tbilisi) მასპინძლობით, საზაფხულო უნივერსიტეტის პროექტ „Drop of Wine from Mountain to Sea"-ის ფარგლებში იმყოფებიან.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ახალგაზრდებს საქართველოს ტურისტული პოტენციალი გააცნო და ადმინისტრაციის ახალი სარეკლამო კამპანია „Emotions are Georgia " წარუდგინა.

პროექტი  კულტურულ-შემეცნებით ხასიათს ატარებს,  მთავარ მიზანს წარმოადგენს ქართული კულტურის პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება ევროპელ სტუდენტებში, რომელთა უმრავლესობა პირველად სტუმრობს საქართველოს.

ორი კვირის მანძილზე 45 სტუდენტი  გაეცნობა  ქართულ კულტურასა და ტრადიციებს, მოინახულებენ ქვეყნის ისტორიულ ადგილებს. პროექტის ფარგლებში  ევროპელ სტუდენტებს ჩაუტარდებათ ქართული ენის გაკვეთილები, შეისწავლიან ქართულ ცეკვას და ქართული კერძების მომზადებას.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
პოლიცია მატარებლებშიც იქნება
ივანიშვილის რეჟიმი ინგლისურ ენას ბავშვებს პირველი კლასიდან აღარ ასწავლის
ევროპის სახალხო პარტია: ჩვენ ყოველთვის საქართველოს ხალხის მხარეს ვართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics