17:13 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-20 13:40:15, 739 ნახვა

სამართალი
შს მინისტრის მოადგილე არ გამორიცხავს, ხორავას ქუჩის საქმეზე სხვა პირებიც დააკავონ

„გამოძიება გრძელდება სხვადასხვა მიმართულებით, ჩვენ არ გამოვრიცხავთ მოვლენების არცერთი მიმართულებით განვითარების შესაძლებლობას“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა, ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით, ჟურნალისტებს განუცხადა.

კითხვაზე, იგეგმება თუ არა საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის მ.კ.-ს დაკავება, მეზვრიშვილმა აღნიშნა, რომ სამართალდამცველები საქმეში არსებული მტკიცებულებების შესაბამისად იმოქმედებენ.

„არაერთხელ ვთქვით და ამის ნათელი დასტურია გუშინდელი დაკავების ფაქტი. კონკრეტულად მე ვერ გეტყვით რა მტკიცებულებების მოპოვებას შეძლებს გამოძიება, თუმცა მტკიცებულებების მოპოვება გრძელდება, როგორც კი შეგვექმნა  საკმარისი სტანდარტი იმისა, რომ ბრალდებულის სტატუსით, გუშინ შესაბამისი პირი დაგვეკავებინა, ჩვენ ეს გავაკეთეთ. თუ შესაბამისი მტკიცებულებების შეკრებას შევძლებთ და ამ მიმართულებით ძალისხმევას არ ვიშურებთ, რა თქმა უნდა სხვა პირების დაკავებაც გამორიცხული არ არის,“ – განაცხადა მეზვრიშვილმა.

შეგახსენებთ, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოყოფილი საქმის ფარგლებში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით, არასრულწლოვანი დ.ღ. დააკავეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გაერო: აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან, ირანში 21 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს
ხაბაროვსკის მხარეში ბუჩას ხოცვა-ჟლეტაში მონაწილე გენერლის აფეთქების მცდელობა იყო
სარჯველაძე - ევროპის წამლის სააგენტომ უარი თქვა ელევიდისის პირობით რეგისტრაციაზეც
თიბისის ბიზნეს მობაილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics