05:22 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-20 12:18:51, 762 ნახვა

საზოგადოება
„როსპოტრებნადზორი“ რუსეთში საქართველოდან შესული ალკოჰოლური პროდუქციის ხარისხს ამოწმებს

რუსეთის ტერიტორიაზე საქართველოდან შესული ალკოჰოლური სასმელის ხარისხთან დაკავშირებით, „როსპოტრებნადზორი“ განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ფედერალური სამსახურის მიერ ჩატარებული შემოწმებისას გამოვლინდა ალკოჰოლური პროდუქციის პარტია, რომლის ხარისხიც კანონით დადგენილ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს.

 „2018 წლის პირველ ნახევარში გამოვლინდა ალკოჰოლური პროდუქციის პარტია, რომლის ხარისხიც რუსეთის ფედერაციის ტექნიკურ რეგლამენტს და მომხმარებელთა უფლების შესახებ კანონს არ შეესაბამება. შესაბამისად, ფედერალური სამსახურის განკარგულებით, ქართული ალკოჰოლური სასმელი, რუსეთის ბაზარზე  არ დაუშვეს“, - ნათქვამია „როსპოტრებნადზორის“ განცხადებაში.

მათივე ცნობით, ალკოჰოლურ სასმელი, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე არ დაუშვეს, საერთო ჯამში 16 ათასი ლიტრის მოცულობისაა.

 „ხარისხის ანალიზი მეტყველებს როგორც მწარმოებლის, ასევე შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოების მხრიდან წარმოების ტექნოლოგიების დარღვევასა და გამოშვებული პროდუქციის არასათანადო კონტროლზე. რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე შემოსული ალკოჰოლური პროდუქციის ხარისხისა და უსაფრთხოების კონტროლი გამკაცრდება“, - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics