|
2018-07-19 14:55:14, 984 ნახვა
საზოგადოება
ფოფხაძე „ქართული ოცნების“ კომპარტიასთან შედარების გამო, თანადგუნდელებს ბოდიშს უხდის
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე, „ქართული ოცნებიდან“ დავით ჭიჭინაძის გარიცხვაზე საუბრისას გამოთქმული ფრაზის გამო, ბოდიშს იხდის. როგორც ფოფხაძემ აღნიშნა, განცხადება, რომელშიც „ქართული ოცნება“ კომუნისტურ პარტიას შეადარა, ემოციურ ფონზე გააკეთა. „ბოდიშს ვიხდი ამ ციტატის გამო. ვთხოვ ჩემ კოლეგებს, რომ მომიტევონ, ემოციური იყო. მე მაქსიმალურად მინდა, ამ ვითარებაში ვითამაშო შუამავლის როლი. თავის დროზე დათო ჭიჭინაძე მარწმუნებდა, რომ მე არ უნდა წავიდე „ქართული ოცნებიდან“ და ჩვენი გუნდურობა და ერთად ყოფნა არის ძალიან მნიშვნელოვანი. მეც ვაპირებ, იგივე გავაკეთო და ვესაუბრო დავითს ამ საკითხთან დაკავშირებით. მე მინდა, რომ ეს გადაწყვეტილება შეიცვალოს პოლიტსაბჭოს მიერ. მინდა, ამაში ყველა ჩემი თანაგუნდელი ჩაერთოს და თუ ვინმეს რაიმე წყენა აქვს ბატონ დავითთან, ამაზეც გუნდში ვისაუბროთ“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ. ცნობისთვის, მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სამდივნომ პარტიიდან დავით ჭიჭინაძის გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „გასული რამდენიმე თვის განმავლობაში მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით ჭიჭინაძემ გააკეთა არაერთი საჯარო განცხადება, რომლითაც მან შეურაცხყოფა მიაყენა პოლიტიკური გუნდის წევრებს და ზიანი მიაყენა პარტიის იმიჯსა და ინტერესებს“.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)