|
2018-07-19 11:12:00, 620 ნახვა
საზოგადოება
არაგვისპირელის ქუჩაზე ახალი სკვერი მოეწყო
ჩუღურეთის რაიონში, არაგვისპირელის N10-ში ახალი სკვერი მოეწყო. აღნიშნულ ტერიტორიაზე ნაგავსაყრელის ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სივრცე განთავსდა. პროექტის ფარგლებში, 320 მ2 ტერიტორიაზე საბავშვო მოედანი მოეწყო, დამონტაჟდა განათებები და საპარკე სკამები. სავალი ბილიკები მოპირკეთდა დეკორატიული ფილებით, სკვერის გარშემო კი, ლითონის ღობე მოეწყო. სკვერი ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ, საკრებულოში რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა რიმა ბერაძემ და პარლამენტში ჩუღურეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ვოლსკიმ გახსნეს. „ჩვენი მიზანია, რაიონში მაქსიმალურად ბევრი გამწვანებული ადგილი და მოსასვენებელი სივრცე გვქონდეს. ეს ტერიტორია ადრე ნაგავსაყრელად იყო ქცეული. დღეს კი, არაგვისპირელის ქუჩის მოსახლეობას შეუძლია, ახალი სკვერით ისარგებლოს, დაისვენოს და ბავშვები გაასეირნოს. მინდა ადგილობრივებს ვთხოვო, სკვერს და თავიანთ უბანს გაუფრთხილდნენ“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ. არაგვისპირელის ქუჩაზე ამ დრომდე, დასასვენებელი სივრცე არ არსებობდა. პროექტის დასრულების შემდეგ, მოსახლეობას შეუძლია, მოწესრიგებული და თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სკვერით ისარგებლოს. ჩუღურეთის გამგეობის დაკვეთით, სამუშაოები შპს „ტაომ“ განახორციელა.
(NS)
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)