03:11 - 25 Jul, 2026
|
2018-07-18 17:28:10, 864 ნახვა
სამხედრო
ამერიკელი გენერალი ფოთის პორტის შესაძლებლობებს გაეცნო
საქართველოში აშშ-ის ევროპის 21-ე უზრუნველყოფის სარდლობის სარდლის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ფრედერიკო მაიოკკო იმყოფება. ამერიკელ გენერალს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ უმასპინძლა. ამერიკელი გენერლის საქართველოში ვიზიტის მიზანი ფოთის პორტის ინფრასტრუქტურისა და შესაძლებლობების გაცნობაა, ვინაიდან სწორედ ფოთის პორტში საზღვაო გზით შემოდის საქართველოში დაგეგმილ მრავალეროვნულ სწავლებებში მონაწილე ამერიკული სამხედრო ტექნიკა. პოლკოვნიკ ნიკოლოზ ჯანჯღავას თქმით, წელს დაგეგმილ მრავალეროვნულ სწავლებაში „ღირსეული პარტნიორი 2018“ მონაწილეობისთვის ფოთის პორტში დიდი რაოდენობით ამერიკული სამხედრო ტექნიკა შემოდის.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)