00:34 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-18 13:44:44, 963 ნახვა

ეკონომიკა
სახელმწიფო ხარჯებისა და ფინანსური ანგარიშგების შეფასების შედეგებზე გამართული პრეზენტაცია ივანე მაჭავარიანმა გახსნა

სახელმწიფო ხარჯებისა და ფინანსური ანგარიშგების შეფასება ადასტურებს, რომ საჯარო ფინანსების მართვა პრიორიტეტს წარმოადგენს საქართველოსთვის - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა დღეს მსოფლიო ბანკის ორგანიზებულ  საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ხარჯებისა და ფინანსური ანგარიშგების (PEFA) შეფასების შედეგების პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.

ანგარიში წარმოადგენს საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული თვითშეფასების შედეგს, რომელიც დადასტურებულია მსოფლიო ბანკის მიერ PEFA-ს სამდივნოსა და ევროკავშირის მხარდაჭერით.

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, სახელმწიფო ხარჯებისა და ფინანსური ანგარიშგების მეთოდოლოგია ძალიან მნიშვნელოვანი და ეფექტური ინსტრუმენტია, რომლის საშუალებითაც სახელმწიფოს შეუძლია ობიექტური ინფორმაცია მიიღოს საჯარო ფინანსების მართვაში მიღწევებისა და გამოწვევების შესაფასებლად. მისი თქმით, ანგარიშგების 2017 წლის შეფასება მიუთითებს იმ პროგრესზე, რომელიც ქვეყანამ გაიარა საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის კუთხით.

2017 წელს სახელმწიფო ფინანსების მართვის განხორციელებასთან დაკავშირებით თვითშეფასება ფინანსთა სამინისტრომ, პარლამენტთან და სახელმწიფო აუდის სამსახურთან ერთად განახორციელა. 

„2018 წელს მსოფლიო ბანკმა გადაამოწმა აღნიშნული შეფასება და  დაადასტურა, რომ ამ მიმართულებით განხორციელებული რეფორმები ნამდვილად აისახა საქართველოს ფინანსების მართვის მენეჯმენტზე. ყველა იმ ინდიკატორში,  რომელიც წარმოდგენილია აღნიშნული მეთოდოლოგიის მიხედვით, საქართველოს აქვს გაუმჯობესება და მნიშვნელოვანი პროგრესი, ჩვენ მიერ გადადგმული რეფორმები წარმოადგენს ერთ-ერთ საუკეთესო პრაქტიკას სახელმწიფო ფინანსების მართვის კუთხით. იმედი გვაქვს, რომ მომდევნო შეფასება კიდევ უფრო გაუმჯობესებული იქნება," - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ.

PEFA შეფასების ანგარიში საქართველოსთვის წარმოადგენს პირველ ანგარიშს, რომელიც PEFA-ს ხარისხის უზრუნველყოფის ახალ მოთხოვნებს აკმაყოფილებს და მიღებული აქვს შეფასება PEFA CHECK.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics