2018-07-17 21:59:51, 1133 ნახვა
პოლიტიკა
თაკო ჩარკვიანი: პრეზიდენტის ინსტიტუცია ხელში უნდა ჩაიგდოს ოპოზიციურმა ძალამ
გაერთიანებული ოპოზიციის მოძრაობა "ძალა ერთობაშია" თაკო ჩარკვიანმა ქუთაისში გახსნა.
პუბლიცისტმა თაკო ჩარკვიანმა საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელებამდე აღნიშნა, რომ ქვეყნისთვის დასავლური კურსი მნიშვნელოვანია და ამ კურსს დაიცავს გრიგოლ ვაშაძე.
„გრიგოლ ვაშაძეს ზუსტად ის თვისებები აქვს, რის გამოც მე ვეწინააღმდეგებოდი ნაციონალურ მოძრაობას და ვღელავდი. არაფერი საღელვებელი აღარ არის. ეს ინსტიტუცია როგორმე უნდა მოხდეს ოპოზიციონერის ხელში და ისეთი სტაბილური პიროვნების ხელში, ისეთი კეთილშობილი ადამიანის ხელში, რომლის ოჯახშიც კიაფობს საოცარი ბრილიანტი, რომელმაც დიდი შრომის ფასი იცის,“ - განაცხადა ჩარკვიანმა.
თაკო ჩარკვიანის თქმით, უმნიშვნელოვანესია, რომ პრეზიდენტის სასახლე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა დაიკავოს.
ავტორი: ,