|
2018-07-17 11:42:26, 752 ნახვა
ეკონომიკა
საქართველო საერთაშორისო საგადასახადო თანამშრომლობის საკითხების განსახილველად მაღალი რანგის შეხვედრებს მასპინძლობს
17 ივლისს, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალური შეხვედრა გახსნა. აღნიშნულ ღონისძიებას ესწრება ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის საგადასახადო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი პასკალ სან-ამანსი. ორდღიანი საერთაშორისო ფორუმის ორგანიზატორები და მასპინძლები არიან საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, შემოსავლების სამსახური, საქართველოს პარლამენტი და ეროვნულ ბანკი, ასევე ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD). ფორუმის მუშაობაში 20 ქვეყნის ფინანსთა სამინისტროების, საგადასახადო ადმინისტრაციების, ეროვნული ბანკებისა და სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტის მაღალი რანგის წარმომადგენლები მონაწილეობენ. რეგიონალური კონფერენციის მიზანია პარტნიორ ქვეყნებს შორის საერთაშორისო საგადასახადო თანამშრომლობის გაღრმავება და რეგიონში საგადასახადო სფეროში არსებული საერთო მიდგომების შემუშავება. ამასთან, ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია საერთაშორისო საგადასახადო თანამშრომლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე სხვადასხვა შინაარსის პანელის გამართვა და დისკუსიები. კონფერენციის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია არაერთი ორმხრივი შეხვედრა. საერთაშორისო კონფერენციას დახურავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)