|
2018-07-16 13:28:34, 517 ნახვა
საზოგადოება
ბილაინის თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს იდეებისა და პროტოტიპების გლობალურ შეჯიბრში „დიჯითონი“
მობილური ოპერატორი „ვიონი საქართველო“, (ბრენდი ბილაინი) უკვე 3 წელია მისი თანამშრომლებისთვის ინოვაციურ მარათონს, იდეებისა და პროტოტიპების გლობალურ შეჯიბრს - დიჯითონს აწყობს. დიჯითონის ჩატარების ინიციატივა ეკუთვნის კავშირგაბმულობისა და ინტერნეტით მომსახურების პროვაიდერ წამყვან საერთაშორისო ჯგუფს VEON-ი, რომელიც საქართველოში წარმოდგენილია კომპანიით „ვიონი საქართველო“. პირველ ეტაპზე დიჯითონი VEON-ის წევრ ყველა ქვეყანაში ცალ-ცალკე იმართება, რის შემდეგაც, თითოეულ ქვეყანაში პირველ ადგილზე გასული გუნდის წევრები ამსტერდამში, გლობალურ დიჯითონში მონაწილეობის მისაღებად მიემგზავრებიან. დიჯითონის ფარგლებში, სხვადასხვა მიმართულებების თანამშრომლებისგან შემდგარმა გუნდებმა 24 საათის განამვლობაში, უწყვეტად უნდა იმუშაონ ინოვაციური, ციფრული მომსახურებებისა და პროდუქტების შექმნაზე. კონკურსი პირდაპირ პასუხობს VEON-ის მისწრაფებას კომპანიაში ხელი შეუწყოს მოქნილი და ინოვაციაზე ორიენტირებული კულტურის ჩამოყალიბებას, რომლის პირობებშიც ნებისმიერ თანამშრომელს აქვს საშუალება იფიქროს განსხვავებულად და საკუთარი წვლილი შეიტანოს მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურებისა და პროდუქტის შეთავაზებაზე. აღსანიშნავია, რომ დიჯითონზე დაბადებული რამდენიმე იდეა უკვე ხორცშესხმულია. მაგალითად, შარშანდელი ადგილობრივი დიჯითონის შედეგად შეიქმნა პროდუქტები: VR Game და BCards. უკვე დაწყებულია მუშაობა წლევანდელი გამარჯვებული იდეის განხორციელებაზეც. „ვიონი საქართველოს“ წლევანდელ დიჯითონში მონაწილოება მიიღო 6-მა გუნდმა, თითოეულში 5 წევრით. მენტორების სახით დიჯითონის მონაწილეებს მათივე გამოცდილი კოლეგები მოევლინენ, 24 საათის დასრულების შემდეგ წარდგენილი იდეების, პროტოტიპების შეფასება და საუკეთესოს შერჩევა კომპანიის მენეჯმენტისგან შემდგარ ჟიურის ერგო.
(NS)
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)