|
2015-06-02 13:46:59, 317 ნახვა
პოლიტიკა
მანანა კობახიძე: მძიმე დანაშაულში მხილებული პირები ნორმალურ ქვეყნებში პროკურორებად არ ინიშნებიან
"მძიმე დანაშაულში მხილებული პირები ნორმალურ ქვეყნებში პროკურორებად არ ინიშნებიან",-ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, შესაძლოა, ზურაბ ადეიშვილი ოდესის მთავარ პროკურორად დაინიშნოს. მისივე თქმით, სისხლის საამრთლის პასუხისგებაში მიცემული ზურაბ ადეიშვილი პროკურორად მართლაც დაინიშნება, უკრაინა პრეცედენტს დაამკვიდრებს. "ვიცი, რომ პირი, რომლის მიმართაც სისხლის სამართლებრივი დევნაა, მხილებულია მძიმე დანაშაულში, ასეთი პირები ზოგადად, ნორმალურ ქვეყნებში პროკურორებად არ ინიშნებიან.დანარჩენი ახლა, ქვეყანა არის სუვერენული, ვის მოისურვებენ პროკურორად, დამნაშავეს, ბრალდებულს, ყოფილ პატიმარს, ეს მათი გადასაწყვეტია, ჩვენ არ ვერევით უკრაინის შიდა საქმეებში, ვფიქრობ, ეს იქნება ძალიან სერიოზული შეცდომა, როცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული პირი არის პროკურორი. მე ასეთი რამ არ მსმენია, არ მინახავს არსად.თუ ახლა რაღაც პრეცედენტს უკრაინა დაამკვიდრებს, ეს მათი საქმეა",-განაცხადა მანანა კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)