05:46 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-14 21:42:50, 670 ნახვა

კომენტარი
რატიანი: „ოცნების“ პასუხისმგებლობაა, რომ სკოლაში უსაფრთხოების სისტემა მოირღვა - არავინ იცის, ვინ ვის ექვემდებარება

„ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობაა, რომ 2012 წლიდან სკოლაში უსაფრთხოების სისტემა მოირღვა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგო რატიანმა პარლამენტში, რიგგარეშე სესიაზე განაცხადა, სადაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობენ.

რატიანი პრეზენტაციით წარსდგა, სადაც სკოლებში უსაფრთხოების კუთხით არსებული ბოლო წლების სტატისტიკა იყო წარმოდგენილი.

„ბოლო სამი წლის განმავლობაში, სკოლებში უსაფრთხოების სტატისტიკა გაუარესებულია. ჩვენ დღეს გვითხრეს, შატალოების სტატისტიკისთვის არ უნდა გვეცალოსო, მინდა გითხრათ, რომ ეს არ არის შატალოების სტატისტიკა, ეს არის გაკვეთიელბის ჩაშლა, რაც ნიშნავს იმას, რომ 6 500-ჯერ მასწავლებელი აღმოჩნდა უსუსურ მდგომარეობაში და ის დაამცირეს. ეს მოხდა და ამის წინააღმდეგ ვერაფერი გააკეთა ვერც სკოლამ, ვერც სისტემამ. ეს არის 3 000 შემთხვევა, როდესაც ვიღაც დაჩაგრეს. არის მჩაგვრელი და არის ჩაგრული, რაც სერიოზული პრობლემაა. ეს სტატისტიკა მზარდია. 2012 წლიდან, „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობაა, რომ სკოლაში მოირღვა უსაფრთხოების სისტემა, რომ ადმინისტრაციასა და მანდატურებს შორის, მანდატურებსა და მანდატურის სამსახურს შორის კოორდინაცია არ არის. არავინ არ იცის, ვინ ვის ექვემდებარება. პრობლემაა ის, რომ სკოლის დირექტორს არ ექვემდებარებ მანდატური. ეს ნიშნავს, კიდევ რაღაც რომ მოხდეს, სკოლის დირექტორი კი არ იქნება პასუხისმგებელი, არამედ მესამე და მეოთხე ხარისხოვანი მანდატური ვიღაც, რომელიც შეიძლება გახდეს განტევების ვაცი“, - განაცხადა სერგო რატიანმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics