05:45 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-14 20:55:46, 740 ნახვა

კომენტარი
ბოკერია კობახიძეს: ახალგაზრდებს ტოტალიზატორი გაუკეთებიათ, რომ სიტყვას ორჯერ გამიგრძელებთ, იმედს ნუ გავუცრუებთ

„თურმე ახალგაზრდებს ტოტალიზატორი გაუკეთებიათ, რომ თქვენ ორჯერ გამიგრძელებთ სიტყვას და მინდა გთხოვოთ, ნუ გავუცრუებთ მათ იმედს“, - ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს რიგგარეშე სესიაზე, სადაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობენ.

პარლამენტის დღევანდელ სხდომასთან დაკავშირებით პარტია „გირჩმა“ მოვლენების განვითარების საკუთარი ვერსია გამოაქვეყნა. „ბილეთში“ ერთ-ერთი შედეგი იყო, რომ გიგა ბოკერია ირაკლი კობახიძეს კითხვის დასმისას დროის ორჯერ დამატებას სთხოვდა.

 „ბატონო ირაკლი, თურმე ახალგაზრდებს ტოტალიზატორი გაუკეთებიათ, რომ თქვენ ორჯერ გამიგრძელებთ სიტყვას და ნუ გავუცრუებთ ახალგაზრდებს იმედს უნდა გთხოვოთ. პარლამენტის მიმართ ინტერესი აქვთ და კარგი იქნება, თუ ამ ინტერესს წავახალისებთ. თან პირობას გაძლევთ, რომ მერე ფრაქციის სახელით აღარ გამოვალ და დროსაც და უმრავლესობის წევრების ნერვებსაც დავზოგავ უფრო მეტად“, - მიმართა გიგა ბოკერიამ ირაკლი კობახიძეს.

ამის შემდეგ ბოკერიამ მამუკა ბახტაძეს მიმართა და აღნიშნა, რომ მან მმართველი გუნდის აპლოდისმენტები მხოლოდ ერთხელ დაიმსაურა:

„ბატონო მამუკა, სიმბოლური რამე მოხდა. თქვენ ტაში უმრავლესობას მოწყვიტეთ მხოლოდ ერთხელ გამოსვლისას. არც თქვენს მომავალ გეგმებზე საუბრისას, არც ამ ნათელ გეგმებზე, რომლის კონკრეტული ასპექტებიც ვერ გავიგეთ, არამედ წარსულზე რო ილაპარაკეთ, რომ შს მინისტრი სათბურებს აკონტროლებდა და ეხლა რომ ეს ასე არ არის, ამაზე არ დაეზარა დაღლილ უმრავლესობას ტაში. ბოლოსაც დაგიკრავენ, თუ ძაან არ დაიღალნენ“, - განაცხადა ბოკერიამ.

მას ბახტაძე ასე გამოეხმაურა: „ბატონო გიგა, მეც წავიკითხე და ძალიან ბევრი სხვა კოეფიციენტია იქ, რომელიც იმედია დღეს შესრულდება. ეს არ იყო ყველაზე საინტერესო“.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics