|
2015-06-02 13:01:13, 497 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტი შინაგან საქმეთა სამინისტროს გაყოფის შესახებ კანონპროექტის განხილვას იწყებს
პარლამენტმა უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტის განხილვა დაიწყო. პროექტი შინაგან საქმეთა სამინისტროდან უსაფრთხოების სამსახურის ცალკე გამოყოფას ითვალისწინებს. ცვლილების თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შემადგენლობაში შედის შემდეგი დანაყოფები: კონტრდაზვერვის დეპარტამენტი, კონტრტერორისტული ცენტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტი, ანტიკორუფციული სააგენტო. შსს–ში კი პოლიციის დანაყოფები რჩება. ესენია, კრიმინალური, საპატრულო, დაცვის პოლიცია, ასევე, შსს–ში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები, მომსახურებისა და საგანგებო სიტუაციების სააგენტოები. ამასთან, პროექტის მიხედვით, უსაფრთხოების სამსახურის უფროსს საქართველოს მთავრობის წარდგინებით პარლამენტი აირჩევს. ის თანამდებობაზე 6 წლით დაინიშნება. უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ანგარიშვალდებული იქნება როგორც პარლამენტის, ასევე მთავრობის წინაშე. სამსახურის ბიუჯეტი 36 743 994 ლარი იქნება. უსაფრთხოების სამსახური 1 სექტემბრისთვის უნდა შეიქმნას. მომავალ წლამდე კი მისი დაფინანსებისთვის ასიგნებები შსს-ს ბიუჯეტიდან გამოიყოფა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)