|
2018-07-13 19:02:28, 1244 ნახვა
ეკონომიკა
ქობულია: საქართველოს ლოგისტიკური ჰაბის სტრატეგია უფრო კომპლექსურად უნდა განვავითაროთ
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა გიორგი ქობულიამ საქართველოს, როგორც ლოგისტიკური ჰაბის კომპლექსური განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. გიორგი ქობულიას განცხადებით, ლოგისტიკური ჰაბისთვის ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა საქართველოს მნიშვნელოვანი უპირატესობაა. რომელიც აუცილებლად უნდა იყოს გამოყენებული. „ჩვენ თავად უნდა განვსაზღვროთ, როგორ გვინდა, საქართველოს, როგორც ლოგისტიკური ჰაბის სტრატეგიის განვითარება; როგორც ავითვისოთ არსებული პოტენციალი, რომელიც საქართველოს გეოგრაფიულ მდებარეობას აქვს," - განაცხადა გიორგი ქობულიამ. მისი თქმით, პორტების, რკინიგზის, სხვა ტრანსპორტისა და სხვა კომპონენტების განვითარება ურთიერთშეთანხმებისა და ურთიერთზემოქმედების საფუძველზე კომპლექსურად უნდა განხორციელდეს. საკომიტეტი განხილვისას, გიორგი ქობულიას ასევე დაუსვეს შეკითხვა ანაკლიის პორტის შესახებ. „ანაკლიის პროექტი მთლიანობაში საქართველოს ლოგისტიკური ჰაბის სტრატეგიის ნაწილია, არ შეიძლება ანაკლიის პორტი ცალკე განვიხილოთ", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა. მისი თქმით, ანაკლიის პორტი ერთ-ერთი უმსხვილესი პროექტია საქართველოში და მისი განვითარება პრიორიტეტული მიმართულებაა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)