01:35 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-13 16:29:38, 614 ნახვა

საზოგადოება
შოვი „არტარეა ფესტივალის“ ფარგლებში ღონისძიებას - „მუსიკა და პოეზია რაჭაში“ უმასპინძლებს

„არტარეა ფესტივალი" საქართველოს რეგიონებში მოგზაურობას განაგრძობს. 14 ივლისს  შოვის ყოფილი პირველი სანატორიუმის ეზოში (ე.წ სტალინის სახლი) გოგი ძოძუაშვილი და რატი ამაღლობელი აუდიტორიის წინაშე ერთობლივი პროექტით - „წრე" წარსდგებიან. 90-იან წლებში შექმნილი კოლაბორაცია გოგი ძოძუაშვილის ელექტრონულ მუსიკას და რატი ამაღლობელის პოეზიას აერთიანებს.

„არტარეა ფესტივალმა" სტარტი 23 ივნისს რუსთავში აიღო და 6 რეგიონში 6 სხვადასხვა ღონისძიებას მოიცავს. ფესტივალის კონცეფცია განსხვავებული ელემენტების ერთიანობის იდეას ეფუძნება, ასევე ტრადიციული ხელოვნების  თანამედროვე, ექსპერიმენტული მუსიკით გადააზრებას, რაც რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას და ტურისტებს შესაძლებლობას მისცემს შეეხონ ძველ და ახალ ქართულ ხელოვნებას.

მომდევნო ღონისძიება - ალექსანდრე კორძაიასა და გიორგი ცაგარელის კამერული სიმებიანი ორკესტრის ერთობლივი კონცერტი - Kordz & Zagareli-Strings, 28 ივლისს, ბორჯომის პარკში ჩატარდება. 11 აგვისტოს მესტიაში, სვანეთის მუზეუმში მიხეილ კალატოზოვის ფილმის - „ჯიმ შვანთე" მუსიკალური პრემიერა შედგება. არტარეა ფესტივალი 22 სექტემბერს თელავში დასრულდება, სადაც ექსპერიმენტული მუსიკისა და ფოლკის ინტერაქცია სახელწოდებით - „სხვა კუთხით" იქნება წარმოდგენილი. ფესტივალის ყველა ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

ფესტივალის მხარდამჭერია თიბისი.

პროექტი ხორციელდება Check in Georgia-ს ფარგლებში.

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics