03:32 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-13 13:31:39, 631 ნახვა

კომენტარი
თეა წულუკიანი: იუსტიციის მინისტრი მართლმსაჯულების სისტემის ხელმძღვანელი არ არის

„იუსტიციის მინისტრი მართლმსაჯულების სისტემის ხელმძღვანელი არ არის", - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა დღეს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ფარგლებში საკომიტეტო მოსმენაზე გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, იუსტიციის მინისტრი არის მთავრობის რიგითი წევრი  რომელსაც შეუძლია, პარლამენტს მართლმსაჯულების სისტემის გაჯანსაღებისთვის კარგი კანონები შესთავაზოს.

„იუსტიციის სამინისტრო მართლმსაჯულების საკანონმდებლო რეფორმებზე მუშაობას გააგრძელებს, თუმცა, საზოგადოების ზოგიერთი წევრის გასაგონად მინდა, კიდევ ერთხელ ამ ტრიბუნიდან განვმარტო −  კანონში ჩაიხედონ და ნახონ, რომ იუსტიციის მინისტრი არ არის მართლმსაჯულების სისტემის ხელმძღვანელი. იუსტიციის მინისტრი არის მთავრობის რიგითი წევრი  და ის არ გახლავართ მართლმსაჯულების სისტემის ხელმძღვანელი. მე შემიძლია, მხოლოდ კარგი კანონები შემოგთავაზოთ, რომლებიც მართლმსაჯულების სისტემას გააჯანსაღებს; ხოლო ის, თუ როგორ იმართება სისტემა, არის თუ არა იქ ხარვეზები, ამ კითხვებზე პასუხს ვერ ვაგებ და ვერც პასუხს გავცემ, რადგან ეს იქნებოდა იმ ფუნდამენტური პრინციპის დარღვევა, რასაც ხელისუფლების შტოებს შორის დანაწილების პრინციპი ქვია", − განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics