|
2015-01-20 13:55:42, 305 ნახვა
ლევან იზორია: ძალადობრივი მოწოდების შესახებ კანონით სიტყვის თავისუფლება არ შეიზღუდება
„არავითარი რისკის შემცველი, იმ თვალსაზრისით, რომ სიტყვის თავისუფლება შეიზღუდება, გამორიცხულია“, - ამის შესახენ შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორიას ძალადობრივი მოწოდების შესახებ კანონპროექტის თემის შეფასებისას განაცხადა. მისივე თქმით, თუ პარლამენტი კანონპროექტს დაამტკიცებს, ამით რელიგიური შუღლის გაღვივებას თავიდან ავიცილებთ. "ყოველგვარ ასეთ მსგავს რისკებს გამოვრიცხავ და რატომ, იმიტომ, რომ ის მუხლი ეხება იმ პრაქტიკას, რომელიც დამკვიდრებულია მოწინავე ევროპულ ქვეყნებში და ძირითადად მისი მიზანი არის ის, რომ იყოს საზოგადოებაში მშვიდობა უზრუნველყოფილი. არ იყოს რელიგიურ ნიადაგზე შუღლი გაღვივებული და ლაპარაკია ძირითადად ძალადობრივი ხასიათის მოწოდებებზე, რომლებმაც შეიძლება ძალადობრივი შედეგი გამოიწვიოს. აქედან გამომდინარე არავითარი რისკის შემცველი, იმ თვალსაზრისით, რომ სიტყვის თავისუფლება შეიზღუდება, მით უფრო, მასმედიის თავისუფლება შეიზღუდება გამორიცხულია. კატეგორიულად ვამბობ, რომ მიზანი არის ერთადერთი, როგორც სიტყვის გამოხატვისა ისე საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ანუ საზოგადოებაში მშვიდობის უზრუნველყოფა და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ბალანსის მოძებნა არის დასავლეთის მთავარი პრიორიტეტი, დასავლური ცივილიზაციის, დასავლური ცივილიზაცია არ ამბობს ცალსახად, რომ იყოს უზრუნველყოფილი მხოლოდ ერთი უფლება სუბიექტის, მათ შორის, სიტყვის გამოხატვის უფლება, დასავლეთი ამბობს მეორე სიკეთეზე, ეს არის უსაფრთხოების, მშვიდობის სიკეთე და აი ამ ბალანსის მოძებნა არის ყველა თაობის ამოცანა. მათ შორის, ეს უწყვეტი პროცესია, პროცესი არ ჩერდება. ამ პროცესის თანამონაწილენი ვართ ჩვენ, იმ გამოწვევებისა და იმ საფრთხეების ადეკვატურად, რომელშიც ვცხოვრობთ და რომელიც არის თანამედროვე ცივილიზებული სამყაროს და არა მხოლოდ საქართველოს პრობლემა, აქედან გამომდინარე ის ტონი, რომ რაღაც მით უფრო მასმედიისთვის საფრთხის შემცველია, ჩემთვის ყოვლად გასაკვირია, თუ ფორმულირებებში არსებობს გარკვეული დაზუსტებების აუცილებლობა, იმისთვის არსებობს საპარლამენტო განხილვებისა და დისკუსიის შესაძლებლობა, რომ ეს მომავალში განხილვას დაექვემდებაროს", - განაცხადა ლევან იზორიამ.
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)