00:11 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-12 12:08:01, 1117 ნახვა

ეკონომიკა
ინოვაციების გლობალური ინდექსის რეიტინგში რეგიონის მასშტაბით საქართველო პირველ ადგილს იკავებს

ინოვაციების გლობალური ინდექსის რეიტინგში საქართველო დაწინაურდა.

როგორც "ექსპრესნიუსს" ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოდან აცნობეს, 2018 წლის მონაცემებით, საქართველო 59-ე ადგილს იკავებს.

უწყების ცნობით, წინა წელთან შედარებით მაჩვენებელი 9 კოეფიციენტით გაუმჯობესდა. საქართველო ინოვაციების გლობალური ინდექსის რეიტინგში რეგიონის მასშტაბით პირველ ადგილს იკავებს.

ცნობისთვის, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, დღეს 15:00 საათზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ავთანდილ კასრაძე ჟურნალისტებს სტარტაპებთან ერთად შეხვდება და იმ კრიტერიუმების შესახებ  ისაუბრებს, რამაც ინოვაციების გლობალური ინდექსის რეიტინგში საქართველოს დაწინაურება განაპირობა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics