01:35 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-12 12:03:02, 655 ნახვა

საზოგადოება
ვერტმფრენის ავარიული დაშვების შედეგად დაშავებულ ერთ-ერთ პირს გადაუდებელი ოპერაცია უტარდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ავარიულად დაშვების შედეგად დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც „ექსპრესნიუსს“ თელავის რეფერალურ საავადმყოფოს დირექტორმა ხათუნა ჯონიაშვილმა განუცხადა, ამ დროისთვის საავადმყოფოში სულ ორი პაციენტია შეყვანილი, მათგან ერთ-ერთს გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.

ჯონიაშვილის განცხადებით,  საავადმყოფოში  სხვა დაშავებულებსაც ელოდებიან.

„ამ დროისთვის ორი პაციენტია შემოყვანილი. ერთს აქვს მუცლის ღრუს ტრავმა და გულმკერდის ტრავმა. ის საოპერაციო ბლოკში იმყოფება. რაც შეეხება მეორე პაციენტს,  მას გულმკერდის მრავლობითი ტრამვა აქვს. ორივე კონტაქტურია და მათ სიცოცხლეს ამ ეტაპისთვის საფრთხე არ ემუქრება.  სხვა დაშავებულებსაც ველოებით, თუმცა მე როგორც მითხრეს მათ მსუბუქი დაზიანებები აქვთ“, - აცხადებს თელავის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორი ხათუნა ჯონიაშვილი.

ცნობისთვის,  შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა თელავის რაიონის სოფელ ართანასთან ავარიული დაშვება განახორციელა. როგორც „ექსპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს, ავარიული დაშვების შედეგად ვერტმფრენში მყოფი პირები დაშავდნენ.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics