|
2018-07-11 13:52:19, 804 ნახვა
სამართალი
პროკურორი: რაიან სმიტსა და ბრალდებულს შორის შელაპარაკება იარაღთან დაკავშირებით შენიშვნას მოჰყვა
სმიტების მკვლელობის საქმის პროკურორის, დავით ყაზარაშვილის ინფორმაციით, მსხვერპლსა და ბრალდებულს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. როგორც პროკურორმა აღნიშნა, ბრალდებული ჩადენი მკველობის შემდეგ მტკიცებულებების დამალვას ცდილობდა. „ბრალდებული მომხდარი ფაქტის შემდგომ ყველანაირად ცდილობდა, კვალი გაექრო და მოეხდინა მტკიცებულებების და სამხილების გადამალვა. რაც შეეხება იმ მომენტს, როდესაც გამოძიებით გამოიკვეთა, რომ დანაშაული შესაძლოა, ჩადენილიყო ბრალდებულის მიერ, იმ მომენტიდან მოხდა ბრალდებულის დაკავება. დანაშაულის მოტივი, როგორც დღეის მდგომარეობით გამოიიკვეთა, ეს არის ურთიერთშელაპარაკება. საფუძველს სასამართლოშიც მოისმენთ. ეს იყო იარაღის მოხმარების წესის დარღვევა, რაც არ მოეწონა გარდაცვლილ პიროვნებას. ანუ ეს პიროვნება იარაღს ისე ატარებდა, რომ შეიძლება, საფრთხე შექმნოდა ბავშვს, რომელიც იმყოფებოდა მის გვერდით, რის გამოც მან მიიღო შენიშვნა და სწორედ ამის გამო მოხდა შელაპარაკება", - განაცხადა დავით ყაზარაშვილმა. შეგახსენებთ, 6 ივლისს ხადას ხეობაში საქართველოსა და ამერიკის ორმაგი მოქალაქეობის მქონე 2 პირი და მათი 4 წლის შვილი გაუჩინარდა. ინტენსიური სამძებრო სამუშაოების შედეგად, 1976 წელს დაბადებული ლ.ს. ხევში, ჩანჩქერის პირას იმავე დღეს იპოვეს, 7 ივლისს კი, ხევში მდებარე ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე 1975 წელს დაბადებული რ.ს.-ს ცხედარი აღმოაჩინეს. რაც შეეხება მცირეწლოვანს, შსს-ს ცნობით, ბავშვის ცხედარი საქმეზე დაკავებულ პირთან საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების შედეგად აღმოაჩინეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 4 ივლისს, ხადას ხეობაში მდებარე ერთ-ერთი ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას მ.კ.-მ სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა რ.ს.-ს და მის შვილს. ხოლო ლ. ს. შემთხვევის ადგილიდან გაქცევის მცდელობისას ხევში გადავარდა და გარდაიცვალა. დაკავებულმა მოკლული მამაკაცი შემთხვევის ადგილას დატოვა, ხოლო მცირეწლოვნის ცხედარი ზვავში დამალა“, - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
ხმაური იყო მარნეულის სოფელ შულავერში გამართულ აქციაზე - ვიდეო
Global Finance-ის დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველოს ბანკს მდგრადი დაფინანსების მიმართულებით საქართველოში საუკეთესო ბანკის ჯილდო გადაეცა
კობახიძემ ომში მყოფი უკრაინა გააკრიტიკა- უკრაინაში ჩამოქცეულია ეკონომიკა, დანგრეულია ინფრასტრუქტურა
დათუნაშვილი -კობახიძე აქამდე საოკუპაციო ხაზთან არ იყო ნამყოფი, ახლა დაემატა, რომ ბაზარსა და მაღაზიაშიც არ არის ნამყოფი
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)