04:09 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-02 09:34:50, 418 ნახვა

პოლიტიკა
თინათინ ხიდაშელი გენერალ კნუდ ბარტელსს შეხვდა

ნატოს შტაბ-ბინაში თინათინ ხიდაშელი ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, გენერალ კნუდ ბარტელსს შეხვდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ საქართველოს თავდაცვის მინისტრს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში საქართველოს მნიშვნელოვანი ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა. განსაკუთრებით აღნიშნა ქართველი სამხედროების მაღალპროფესიონალიზმი მათზე დაკისრებული რთული ამოცანების შესრულების პროცესში.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული მიმართულებების განხორციელება და ხაზი გაუსვეს იმპლემენტაციის პროცესში სტრატეგიული კომუნიკაციის მნიშვნელობას.

თავდაცვის მინისტრმა სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე რეფორმების პროგრესი გააცნო. გენერალმა ბარტელსმა დადებითად შეაფასა შეიარაღებულ ძალებში გატარებული რეფორმები და ხაზი გაუსვა სამხედრო კომიტეტის მზადყოფნას კვლავაც აქტიურად გააგრძელოს სამხედრო თანამშრომლობა და რეფორმების მხარდაჭერა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics