14:44 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-11 10:49:22, 981 ნახვა

სამართალი
შალვა შავგულიძემ მთავარი პროკურორის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა მოხსნა

"თავისუფალი დემოკრატების" წევრმა შალვა შავგულიძემ მთავარი პროკურორის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. 

როგორც შავგულიძემ ჟურნალისტებს განუმარტამ მოთხოვნა იყო, რომ საპროკურორო საბჭოს სხდომა პირდაპირ ეთერში გადაცემული, თუმცა ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. 

"საპროკურორი საბჭოს შემოვუთვალე, რომ ვხსნი ჩემს კანდიდატურს. ამის მიზეზია ის, რომ მიუხედავად სრულიად დასაბუთებული და ლოგიკური მიზეზისა, რომ სხდომა გახსნილიყო მედიისთვის და შესაძლებელი გამხდარიყო მისი ტრანსლირება, ამაზე ითქვა უარი. პროკურატურის შესახებ კანონში ნათქვამია, რომ პროკურატურის დამოუკიდებლობის და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად იქმნება საპროკურორო საბჭო. მაშინ როდესაც საპროკურორო საბჭო თავის საქმიანობასაც კი არ წარმართავს გამჭვირვალედ, რა თქმა უნდა დიდი კითხვის ნიშანია თუ როგორ უზრუნველყოფს პროკურატურის საქმიანობის გამჭვირვალობას. ასეთ ვითარებაში, მაშინ როდესაც ხელისუფლებამ არ მოისურვა, რომ დემოკრატიულობის ასეთი მცირეოდენი ხარისხი მაინც შეეძინა მთელი ამ პროცესისთვის და ჩემი მონაწილეობა ამ პროცესში სწორედ ამით იყო განპირობებული. საზოგადოებამ უნდა დაინახოს, რომ დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაზე ვართ ორიენტირებული. აზრი არ აქვს ასეთ პროცესში ჩემს მონაილეობას, რადგან ჩემი მონაწილეობა შექმნის დემოკრატიულობის ანტურაჟს, რომ თითქოს საბჭო იხილავს ოპოზიციური ძალის მიერ წარდგენილ კანდიდატს, მაშინ როდესაც გადაწყვეტილება უკვე მიღებულია", - განაცხადა შალვა შავგულიძემ. 









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ხმაური იყო მარნეულის სოფელ შულავერში გამართულ აქციაზე - ვიდეო
Global Finance-ის დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველოს ბანკს მდგრადი დაფინანსების მიმართულებით საქართველოში საუკეთესო ბანკის ჯილდო გადაეცა
კობახიძემ ომში მყოფი უკრაინა გააკრიტიკა- უკრაინაში ჩამოქცეულია ეკონომიკა, დანგრეულია ინფრასტრუქტურა
დათუნაშვილი -კობახიძე აქამდე საოკუპაციო ხაზთან არ იყო ნამყოფი, ახლა დაემატა, რომ ბაზარსა და მაღაზიაშიც არ არის ნამყოფი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics