00:24 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-10 16:53:26, 662 ნახვა

საზოგადოება
თბილისს სექტემბრიდან 9 ახალი ბაგა-ბაღი შეემატება

თბილისში სექტემბრიდან საჯარო ბაგა-ბაღების რაოდენობა 180-მდე გაიზრდება - დედაქალაქში 9 ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნება, ხოლო 2 მოქმედ ბაღს, ახალი კორპუსი შეემატება.

ინფრასტრუქტურული პროექტების უდიდესი ნაწილი დასრულებულია. ამჟამად, სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს ნუცუბიძის პლატოს მე-4 მიკრორაიონსა და ნაძალადევის რაიონში, ე.წ. ხეხილსანერგე მეურნეობის ტერიტორიაზე აშენებულ ბაგა-ბაღებში. 2018-2019 სააღმზრდელო წლის დაწყებამდე დასრულდება ბაღების ტერიტორიაზე სათამაშო მოედნებისა და ეზოების კეთილმოწყობაც.

ახალ ბაღებს უკვე მიენიჭა ნომრები. შესაბამისად, 18 ივნისიდან  მიმდინარეობს აღსაზრდელთა რეგისტრაცია.

ახალი ბაღების ნომრებია:

N49 -  ნაძალადევის რაიონი, გარეჯის ქუჩის მიმდებარედ;

N67 -  საბურთალოს რაიონი, სოფელი დიღომი, მოციქულთა სწორი ნინოს ქუჩა;

N73 - საბურთალოს რაიონი, დიდი დიღმის  მე-3 მ/რ, მე-12 კორპუსის მიმდებარედ;

N53 - გლდანის რაიონი, სოფელი გლდანი, მაყვალა მრევლიშვილის ქუჩა;

N57-  გლდანის მე-3ა მ/რ, 24-ე კორპუსის მიმდებარედ

N44 -  ვაკის რაიონი, ნუცუბიძის პლატო, მე-4 მ/რ, 27-ე კორპუსის მიმდებარედ;

N118 -ვაკის რაიონი, წყნეთი, სოხუმის ქუჩა N49-ის მიმდებარედ;

N38 - დიდუბის რაიონი, ზუგდიდის ქუჩა N3;

N68 - ჩუღურეთის რაიონი, პალიასტომის ქუჩაზე N1.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics