05:39 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-10 13:41:22, 988 ნახვა

სამართალი
გენდერული ნიშნით დანაშაულის ჩადენა დამამძიმებელი გარემოება ხდება

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა უწყების მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე ისაუბრა, რომელიც ამჟამად პარლამენტში განიხილება.

როგორც მეზვრიშვილმა აღნიშნა, კანონპროექტის მიხედვით, ოჯახში ძალადობაზე სასჯელი მკაცრდება.

მისივე თქმით, გენდერული ნიშნით დანაშაულის ჩადენა დამამძიმებელი გარემოება ხდება ცალკეული დანაშაულებისთვის. ასევე, მკაცრდება სასჯელი ოჯახური დანაშაულის განმეორებით ჩადენისათვის.

გარდა ამისა, კანონპროექტის მიხედვით, შემაკავებელი და დამცავი ორდერის პირობების დარღვევისთვის გათვალისწინებულია პირდაპირ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, ნაცვლად დღეს არსებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისა.

ცნობისთვისმიმდინარე წლის 1 იანვრიდან 1 ივლისამდე პერიოდში, შსს-მ გამოძიება დაიწყო ოჯახური დანაშაულის 2804 ფაქტზე, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნა - 1933 პირის მიმართ, რაც წინა წლის მთლიან მონაცემს უტოლდება. ოჯახური დანაშაულის ბრალდებით მიმდინარე წლის 6 თვეში დაკავებულია 1328 პირი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics