|
2018-07-09 15:30:24, 910 ნახვა
სამხედრო
საზღვაო სწავლება „Sea Breeze 2018“ ოფიციალურად გაიხსნა
უკრაინაში მრავალეროვნული საერთაშორისო საზღვაო სწავლება „Sea Breeze 2018“ დღეს ოფიციალურად გაიხსნა. აშშ-უკრაინულ სწავლებაში ნატოს წევრი და პარტნიორი, ასევე, შავი ზღვის აუზის ქვეყნების სამხედრო-საზღვაო ძალების წარმომადგენლები მონაწილეობენ. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან სწავლებაში 50 სამხედრო მოსამსახურეა ჩართული. ოდესის რეგიონის საზღვაო აკვატორიაში მიმდინარე სწავლებაში საქართველოსთან ერთად მონაწილეობენ: დანიის, ბულგარეთის, დიდი ბრიტანეთის, საბერძნეთის, თურქეთის, კანადის, ესტონეთის, მოლდავეთის, ლიტვის, ნორვეგიის, შვედეთის, პოლონეთის, რუმინეთის შეიარაღებული ძალების მცურავი საშუალებები, საზღვაო ავიაცია, საბრძოლო მყვინთავები და საზღვაო ქვეითი ქვედანაყოფები. ყოველწლიური მრავალეროვნული სწავლების მიზანს საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ასევე, შავი ზღვის აუზისა და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო-საზღვაო ძალებს შორის ურთიერთთანამშრომლობისა და კოორდინაციის გაუმჯობესება წარმოადგენს. ქართველი ოფიცრები, უცხოელ კოლეგებთან ერთად, ოდესის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე მდებარე მრავალეროვნული ადმინისტრაციული შტაბიდან ხმელეთსა და ხომალდებს შორის კოორდინირებას, ძალთა მართვასა და კონტროლს განახორციელებენ. სწავლების მიმდინარეობის ფარგლებში ქართველი სამხედრო მოსამსახურეები ცოდნას აიმაღლებენ ოპერაციების მართვისა და ინფორმაციის გაცვლის შესაძლებლობებში, ასევე, მიიღებენ გამოცდილებას როგორც წყალზედა, წყალქვეშა, ნაღმსაწინააღმდეგო, ამფიბიური და ჰაერსაწინააღმდეგო მოქმედებების მიმართულებებით. უკრაინაში მრავალეროვნული საერთაშორისო საზღვაო სწავლება „Sea Breeze 2018“ 22 ივლისამდე გაგრძელდება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)