04:10 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-01 17:03:20, 411 ნახვა

პოლიტიკა

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ საარჩევნო ადმინისტრაციას ზუგდიდისა და სენაკის მუნიციპალიტეტებში საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატების შუალედური არჩევნების მაღალ დონეზე ჩატარებისთვის მადლობას უხდის.

ამის შესახებ პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ამასთან, პარტია „ქართული ოცნების“ კანდიდატებს არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას ულოცავს.

"შუალედურმა არჩევნებმა დაადასტურა, რომ 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ „ქართული ოცნებისადმი“ მოსახლეობის მხარდაჭერა იზრდება. მოსახლეობა არ ექცევა სიცრუის მანქანის გავლენის ქვეშ და სათანადოდ აფასებს იმ პროგრესს, რომელიც ქვეყანამ უკანასკნელი ორწელიწადნახევრის განმავლობაში დემოკრატიის, ადამიანის უფლებების დაცვის, ეკონომიკური განვითარებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის მიმართულებით განიცადა. მოსახლეობის მიერ გამოცხადებული ნდობა ჩვენთვის არის უმნიშვნელოვანესი სტიმული, რათა კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი ძალისხმევა ქვეყნის განვითარების ყველა მიმართულებით. პარტიის ახალმა აღმასრულებელმა გუნდმა წარმატებით გაიარა პირველი საარჩევნო ტესტი და დაამტკიცა, რომ აქვს სამართლიან საარჩევნო გარემოში დამაჯერებელი წარმატების მიღწევის სერიოზული და მზარდი რესურსი, რომელიც პარტიის რეგიონული სტრუქტურების რეორგანიზაციის პროცესის დასრულების შემდეგ, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ უპირობო და დამაჯერებელ გამარჯვებას უზრუნველყოფს",-ნათქვამია პარტია "ქართული ოცნების" განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics