00:25 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-07 14:09:37, 967 ნახვა

საზოგადოება
TI: მთავრობის ადმინისტრაცია 2010-2017 წლებში რეკლამას „ასავალ დასავალს“, „ალიას“ და For.ge-ს უკვეთავდა

მთავრობის ადმინისტრაციამ 2010-2017 წლებში რეკლამის განთავსება დაუკვეთა ისეთ მედია საშუალებებს, როგორიცაა ასავალ დასავალი,  „ალიადა For.ge, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კველვაშია აღნიშნული.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ხსენებული მედიასაშუალებები გამოირჩევიან სიძულვილის ენით და ღიად ავრცელებენ ქსეფონობიურ თუ ჰომოფობიურ განცხადებებს.

„გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, ასევე ირკვევა, რომ მთავრობის ადმინისტრაციამ 2010-2017 წლებში რეკლამის განთავსება დაუკვეთა ისეთ მედია საშუალებებს, როგორიცაა ასავალ დასავალი” და ალია”, რომლებიც სიძულვილის ენით გამოირჩევიან და ღიად ავრცელებენ ქსენოფობიურ თუ ჰომოფობიურ განცხადებებს და  ანტიდასავლურ კამპანიაში აქტიურად არიან ჩართული. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს “ქართული ოცნების” მიერ არჩეული წევრის, გიორგი (გია) იაკობაშვილის მიერ დაფუძნებული, საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი For.ge ასევე მოხვდა იმ მედიების სიაში, ვინც რეკლამის განთავსების დაკვეთა მიიღო. გია იაკობაშვილი გამოირჩევა სამოქალაქო სექტორის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულებით. მიუხედავად ჩვენ მიერ გამოთხოვლი ინფორმაციისა, მთავრობის ადმინისტრაციამ არ მოგვაწოდა დეტალები, რომელ წლებში თანამშრომლობდა კონკრეტულ მედიასაშუალებებთან და რა ღირებულების კონტრაქტების ჰქონდა მათთან დადებული, შესაბამისად უცნობი დარჩა, მათ შორის, რა თანხა გადაურიცხა მთავრობამ “ასავალ-დასავალს”, “ალიასა” და For.ge-ს", - ნათქვამია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" კვლევაში“, - ნათქვამია კვლევაში.

კვლევის მიხედვით, „ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, 2013 წლიდან 2017 წლის ოქტომბრის ჩათვლით, საჯარო უწყებებმა პიარ აქტივობებსა და რეკლამაში 98 მილიონ 480 ათას ლარზე მეტი დახარჯეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics