|
2018-07-07 14:06:10, 10395 ნახვა
High - Tech
თბილისში დაგეგმილ სამიტზე, რობოტი სოფია სიტყვით გამოვა
საქართველოში დაგეგმილ სამიტს, რობოტი სოფია დაესწრება და მონაწილეებს სიტყვით მიმართავს, - ამის შესახებ ინფორმაცია „ღია მმართველობის პარტნიორობის“ საიტზეა გამოქვეყნებული. სოფია არის პირველი რობოტი, რომელმაც მოქალაქეობა მიიღო. მოქალაქეობა მას საუდის არაბეთმა მიანიჭა. „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) სამიტი თბილისში 17-19 ივლისს გაიმართება. მასში მონაწილეობას 75 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს. რობოტი სოფია აუდიტორიის წინაშე 18 ივლისს წარსდგება და მონაწილეობას მიიღებს სესიაში - „ინოვაციები საჯარო სერვისებში“. სესიის ერთ-ერთი განსახილველი თემა ხელოვნური ინტელექტის პოტენციალი იქნება. ცნობისთვის, Hanson Robotics-მა სოფია 2015 წელს შექმნა. რობოტს შეუძლია სხვადასხვა თემებზე საუბარი, კითხვებზე პასუხი და სიტუაციის შესაბამისი ემოციების გამოხატვა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)