23:20 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-06 16:01:21, 706 ნახვა

საზოგადოება
პროგრამა TAIEX-ის ექსპერტები სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს ეწვივნენ

ევროკავშირის ექსპერტები, იტალიის სოფლის მეურნეობის კვლევისა და ეკონომიკის საბჭოს წარმომადგენელები ელიგიო მულუსია და პეტრა ენგელი  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს, იური ნოზაძეს და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილეს, ნოდარ ხატიაშვილს შეხვდნენ და თანამშრომლობის გაღრმავების სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს.

სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში საქართველოს აქვს ვალდებულება  აწარმოოს სერტიფიცირებული და ჯანსაღი სათესლე მასალა. შესაბამისად, პროექტს აქვს უდიდესი მნიშვნელობა, ჩვენს ქვეყანაში სარგავი მასალის სერტიფიცირების სისტემის დანერგვის პროცესში - განაცხადა იური ნოზაძემ.

ექსპერტებმა,  ევროკავშირის ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტის (TAIEX) პროექტის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს, სოფლის მეურნობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლებისთვის და სანერგეების წარმომადგენლებისთვის სემინარი „სარგავი მასალის სერტიფიცირების სისტემის დანერგვა საქართველოში“ ჩაატარეს.

სემინარზე ხეხილოვანი კულტურების სარგავი მასალის სერტიფიცირების პროცედურების და სტანდარტების,  კატეგორიების, ჯიშების რეგისტრაციის, საველე ინსპექტირების, ეტიკეტირების, მონაცემთა შეგროვების საკითხები განიხილეს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში 2017 წლიდან სარგავი მასალის ნებაყოფლობითი სერტიფიცირების პროცესი მიმდინარეობს, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევთი ცენტრი უფასოდ ახორციელებს.

 

 

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
დასავლეთმა ვერ შეამჩნია პუტინის ე.წ „ყველაზე ძლიერი“ ბირთვული რაკეტის გაშვება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics