|
2018-07-06 15:47:32, 615 ნახვა
საზოგადოება
ს.ს. „ქართული ლუდის კომპანიის“ მხარდაჭერით, მედია-ფესტივალი „ბაჩოს თასი 2018“ გაიმართება
ს.ს. ,,ქართული ლუდის კომპანიის’’ მხარდაჭერით, 7 ივლისს, ლისის ტბაზე, სპორტულ ჟურნალისტთა ტრადიციული მედია-ფესტივალი “ბაჩოს თასი 2018“ გაიმართება. “ბაჩოს თასი 2018“ ქუჩის მინი-ფეხბურთსა და 3/3-ზე კალათბურთში, ასევე მაგიდის ჩოგბურთში ჩატარდება. ტურნირში მონაწილეობას სხვადასხვა გუნდებში გადანაწილებული სპორტული ჟურნალისტები და ბაჩო სვანიძის მეგობრები მიიღებენ. წლევანდელ ტურნირზე მედია-ფესტივალის პარტნიორია ქართული ლუდის და უალკოჰოლო სასმელების კომპანია “ზედაზენი“. ,,ს.ს. ,,ქართული ლუდის კომპანია’’ დაარსების დღიდან, საკმაოდ აქტიურად უჭერს მხარს ქართულ სპორტს და ზოგადად, ჯანმრთელი ცხოვრების წესის პროპაგანდას, ეს ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია. ჩვენთვის უაღრესად სასიამოვნოა, რომ ვართ სპორტული ჟურნალისტების მედია ფესტივალის მხარდამჭერები და წვლილი შეგვაქვს ამ მნიშვნელოვანი საქმის განხორციელებაში - აცხადებს ს.ს. ,,ქართული ლუდის კომპანიის’’ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერი ხათუნა მიქაცაძე ფესტივალი, 3/3-ზე კალათბურთის ტურნირით დილის 10:00 საათიდან დაიწყება და მაგიდის ჩოგბურთის და ქუჩის მინი-ფეხბურთის ტურნირებით გაგრძელდება. სპორტულ ჟურნალისტთა ტრადიციული მედია-ფესტივალი “ბაჩოს თასი“ წელს მეშვიდედ ჩატარდება. ფესტივალი 2010 წელს, მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაცვლილი ახალგაზრდა სპორტის ჟურნალისტის, ბაჩო სვანიძის სახელს ატარებს, რომელმაც ჟურნალისტური კარიერის უკანასკნელი წლები სპორტულ გაზეთ “სარბიელში“ გაატარა.
(R)
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
დასავლეთმა ვერ შეამჩნია პუტინის ე.წ „ყველაზე ძლიერი“ ბირთვული რაკეტის გაშვება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)