23:20 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-06 13:08:16, 869 ნახვა

საზოგადოება
საპატრიარქო: რუის-ურბნისის ეპარქია მღვდელმსახურ გიორგი აბდუშელიშვილის მიმართ მკაცრ ზომებს მიიღებს

რუის-ურბნისის ეპარქიის მღვდელმსახურის, გიორგი აბდუშელიშვილის განცხადებების გამო, ეპარქიის მმართველი მღვდელმთავარი, მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი) სინანულს გამოთქვამს და მომხდარის გამო, სასულიერო პირთან დაკავშირებით მკაცრ ზომებს მიიღებს, - ამის შესახებ საპატრიარქოს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. 

„ამა წლის 3 ივლისს, ტელევიზია TV პირველი-ის გადაცემა “რეაქციაში” მონაწილეობა მიიღო მღვდელმსახურმა, გიორგი აბდუშელიშვილმა, რომელმაც 6 ივლისს სპორტის სასახლეში დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებული თემის პარალელურად გააჟღერა სიცრუეზე აგებული, შეურაცხმყოფელი და ყოვლად უპასუხისმგებლო ბრალდებები. მის ქმედებასთან დაკავშირებით მრევლი და სასულიერო პირები ითხოვენ დროულ რეაგირებას.

განვმარტავთ, რომ ორი დღის წინ მეუფე იაკობთან (იაკობიშვილი) დარეკა რუის-ურბნისის მმართველმა მღვდელმთავარმა, მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) და გამთქვა სინანული მომხდარის გამო. ამასთან განაცხადა, რომ მიიღებს მკაცრ ზომებს ზემოხსენებულ სასულიერო პირთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, ახლო მომავალში მეუფე იობი და მისი ეპარქია დააფიქსირებს პოზიციას, ამიტომაც საქართველოს საპატრიარქო ჯერ არ აკეთებს რეაგირებას მომხდართან დაკავშირებით“, – ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

აღსანიშნავია, რომ ამავე თემაზე საპატრიარქომ განცხადება 3 ივნისსაც გაავრცელა. განცხადების თანახმად, საქართველოს საპატრიარქო 6 ივლისს, სპორტის სასახლეში დაგეგმილ "ქართველი ხალხის ეროვნულ ყრილობას" ემიჯნება.  როგორც განცხადებაში იყო აღნიშნული, ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ყრილობა მიტროპოლიტ იობის (აქიაშვილი) კურთხევით იმართება, სიმართლეს არ შეესაბამება. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
დასავლეთმა ვერ შეამჩნია პუტინის ე.წ „ყველაზე ძლიერი“ ბირთვული რაკეტის გაშვება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics