04:09 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-01 16:20:27, 429 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ როგორც სიგარეტის, ისე მარიხუანას მოწევის გამო არ უნდა აპატიმრებდნენ

საპარლამენტო უმცირესობის წევრი მიხეილ მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ ადამიანს, როგორც სიგარეტის მოწევის გამო არ აპატიმრებენ, ასევე პატიმრობა მსუბუქი ნარკოტიკის-მარიხუანას მოხმარებაზე არ უნდა იყოს გამოყენებული.

„იყო პერიოდი, როდესაც ჩვენ ნარკოტიკთან დაკავშირებით მკაცრი მიდგომა გვქონდა. მახსოვს, ეს პერიოდი, 10-12 წლის წინ რა მდგომარეობა იყო საქართველოში ნარკოტიკების მხრივ. დღეს სხვა ეტაპია და ვფიქრობ, რომ მსუბუქი ნარკოტიკის - მარიხუანას გამო ადამიანი ციხეში არ უნდა მიდიოდეს. მე საერთოდ არ ვეწევი და არც სხვას მოვუწოდებ მოწიოს, არც სიგარეტის პოპულარიზაციას ვახდენ, მაგრამ როგორც სიგარეტის მოწევის გამო არ უნდა მიდიოდეს ადამიანი ციხეში, ასევე მარიხუანის. თუმცა, ეს წახალისებული არ უნდა იყოს“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, ის მარიხუანას დეკრიმინალიზაციის შესახებ კანონპროექტს მხარს დაუჭერს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics