23:20 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-05 14:55:35, 813 ნახვა

საზოგადოება
C ჰეპატიტისგან განკურნებულ პაციენტთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს

C ჰეპატიტისგან განკურნებულ პაციენტთა ასოციაცია - „ჩვენ დავამარცხეთ C“ ეხმიანება მცირე ხნის წინ გავრცელებულ განცხადებას C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის შესახებ.

„ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომლებიც ჯანმრთელობის მხრივ უკედურესად მძიმე მდომარეობაში მყოფნი, ერთ-ერთი პირველები ჩავერთეთ ამ უპრეცედენტო პროგრამაში და ჩავიტარეთ C ჰეპატიტის საწინააღმდეგო მკურნალობა.

ამ პროგრამამ მოგვცა არამარტო C ჰეპატიტისგან განკურნების, არამედ საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვნად დაბრუნების საშუალება. საქართველოში, სამწუხაროდ, კიდევ ბევრი ადამიანია მათ შორის, ჩვენი ახლობლებიც, რომელთაც ესაჭიროება მკურნალობა და მსგავსმა განცხადებებმა შესაძლოა შეაფერხოს მათი პროგრამაში ჩაბმა, რაც მძიმე შედეგების მომტანი იქნება მათი ჯანმრთელობისთვის.

როგორც ჩვენი, ასევე ჩვენთან მჭიდრო კონტაქტში მყოფი ყოფილი პაციენტების სახელით, გვინდა განვაცხადოთ, რომ გავრცელებული დეზინფორმაცია არის მიზანმიმართული პროვოკაციის დემონსტრირება. მსგავსი ქმედებები უარყოფით გავლენას ახდენს იმ უმნიშვნელოვანეს პროცესზე, რასაც ჰქვია საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაცია. 

ასოციაციის სახელით, მოვითხოვთ ამ დეზინფორმაციის ავტორმა წარმოადგინოს შესაბამისი კვლევები, რომლებიც დაადასტურებს მის მიერ გავრცელებული ინფორმაციის სინამდვილეს.

რაც მთვარია, მოვუწოდებთ საზოგადოებას, არ აჰყვეს მსგავს პროვოკაციებს, ჩაიტაროს უფასო სკრინინგი C ჰეპატიტზე და საჭიროების შემთხვეაში, არ გადადოს მკურნალობაში ჩართვა!“, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ: თემურ რადიანი, ირაკლი ქორიძე, ეზეკი ინწკირველი-ჩხეიძე და ბესო კუპრეიშვილი (C ჰეპატიტისგან განკურნებულ პაციენტთა ასოციაცია - „ჩვენ დავამარცხეთ C“).

შეგახსენებთ, fortuna.ge-ზე გავრცელდა ინტერვიუ თურქეთის ერთ-ერთი წამყვანი კლინიკის დირექტორის ქართველ მრჩეველთან, მალინა ბერიკაშვილთან, რომელიც აცხადებს, რომ „ქართველი ერი კატასტროფის წინაშე დგას, რადგან სიმსივნური დაავადებების შემთხვევები გაზრდილია". იგი ამის სხვადასხვა მიზეზს ასახლებეს, მათ შორის C ჰეპატიტის მკურნალობის უფასო პროგრამას, რომლის დახმარებითაც ათასობით ადამიანი ვირუსისაგან განიკურნა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
დასავლეთმა ვერ შეამჩნია პუტინის ე.წ „ყველაზე ძლიერი“ ბირთვული რაკეტის გაშვება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics