00:53 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-05 13:58:46, 868 ნახვა

კომენტარი
ხორავას ქუჩის საქმე - არასრულწლოვნების გამოკითხვის პროცესს ფსიქოლოგებიც ესწრებიან

„ევროპული საქართველოს“ წევრის ელენე ხოშტარიას განცხადებით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისია  დღეს იმ სამ არასრულწლოვანს გამოკითხავს, რომლებიც მკვლელობის თვითმხილველები არიან.

ხოშტარიას განცხადებით, არასრულწლოვანთა მართსაჯულების კოდექსის მიხედვით, მოზარდების დაკითხვა დახურული იქნება.

მისივე თქმით, გამოკითხვაში მონაწილეობას ფსიქოლოგები იღებენ.

„კომისია დღეს და ხვალ დაკითხავს არასრულწლოვან მოწმეებს. არასრულწლოვანთა კოდექსი გვავალდებულებს, რომ დაკითხვა  უნდა იყოს დახურული. ჩვენ ეს ორი დღე დავკითხავთ სამ არასრულწლოვან მოწმეს, სამკაციანი ჯგუფით და გარდა იმისა, რომ არასრულწლოვანთა კოდექსი უზრუნველყოფს ამ პროცესების დახურულობას, ჩვენი კომისიის ერთსულოვანი გადაწყვეტილება არის, რომ ეს გამოკითხვები ჩატარდეს უმაღლესი სტანდარტით, რადგან გამოკითხვა ხდება იმ გარემოში და კომისიის მიერ იქნება  დამატებითი სტრესი ამ ბავშვებისთვის. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გარემოს ამ მიმართულებით სტრესი მინიმალური იყოს ამ ბავშვებისთვის. შესაბამისად გამოკითხვა ჩატარდება სპეციალიზირებული ფსიქოლოგის მიერ, ისეთ გარემოში, რომელიც უზრუნველყოფს ერთის მხრივ ინფორმაციის სანდოობას, მეორეს მხრივ მინიმალურ სტრესს ბავშვებისთვის", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

შეგახსენებთ, გასული წლის პირველ დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის ურთიერთშელაპარაკების დროს ორი მოზარდი - ლევან დადუნაშვილი და დავით სარალიძე დაჭრეს. დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, დავით სარალიძე კი, ინციდენტიდან მეორე დღეს დაიღუპა. მკლელობის ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააპატიმრეს, 5 პირი კი, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის პასუხისგებაში მიეცა. 1 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებაში ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ბ.-ს 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო დამამძიმებელ გარემოებაში დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ჯ.-ს 9 წლითა და 9 თვით.

გარდა ამისა, 8 ივნისს ამავე საქმეზე მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით მერაბ მორჩაზე, ხოლო 9 ივნისს, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი მირზა სუბელიანი დააკავეს. ორივე მათგანს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics