|
2015-06-01 15:42:38, 334 ნახვა
პოლიტიკა
დავით ბაქრაძე ევროკომისიის წარმომადგენელს შეხვდა
1 ივნისს, მთავრობის ადმინისტრაციაში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე ევროკომისიის სამეზობლო და გაფართოების მოლაპარაკებების დირექტორატის აღმოსავლეთ სამეზობლო დეპარტამენტის უფროსს ანდრეა მატეო ფონტანას შეხვდა. სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის მდგომარეობასა და აღნიშნულ პროცესში, 2015-2016 წლებში, ევროკავშირის დახმარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა ევროკავშირის მხრიდან სოფლის მეურნეობისა და მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდაჭერის პროგრამების, ასევე, ასოცირების შეთანხმების ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შექმნის კომპონენტისა და ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში არსებული ვალდებულებების შესრულების პროცესში ევროკავშირის საექსპერტო დახმარების მნიშვნელობას.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)